ბოდიში, ნასვამი ვარ…

Home აქეთურ-იქითური ბოდიში, ნასვამი ვარ…
ბოდიში, ნასვამი ვარ…

ჯეკ გრილიში ბარში არ შეუშვეს, ნასვამი ხარო.

„მანჩესტერ სიტის“ 110-მილიონიანი გრილიში რიად მაჰრეზისთან და კაილ უოკერთან ერთად დადიოდა მანჩესტერის ქუჩებში, ბარსაც მიადგა, მაგრამ ნურას უკაცრავადო… ვიდეო გადაუღეს.

გრილიში ფეხზე ძლივს იდგაო, – თვითმხილველებს უთქვამთ. ისე, ის ადრეც შეამჩნიეს ალკოჰოლთან მეგობრობაში.

გრილიში ქომაგებს უყვართ ბრიტანელებისთვის შედარებით უცხო სათამაშო მანერისთვის, მაგრამ ციდან ვარსკვლავებსაც ვერ წყვეტს.

https://www.youtube.com/watch?v=xWLHZVtKP5A

 

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ