ჯეკ გრილიში ბარში არ შეუშვეს, ნასვამი ხარო. „მანჩესტერ სიტის“ 110-მილიონიანი გრილიში რიად მაჰრეზისთან და კაილ უოკერთან ერთად დადიოდა მანჩესტერის ქუჩებში, ბარსაც მიადგა, მაგრამ ნურას უკაცრავადო… ვიდეო გადაუღეს. გრილიში ფეხზე ძლივს იდგაო, – თვითმხილველებს უთქვამთ. ისე, ის ადრეც შეამჩნიეს ალკოჰოლთან მეგობრობაში. გრილიში ქომაგებს უყვართ ბრიტანელებისთვის შედარებით უცხო სათამაშო მანერისთვის, მაგრამ ციდან ვარსკვლავებსაც ვერ წყვეტს. https://www.youtube.com/watch?v=xWLHZVtKP5A
ჭდე: უოკერი
Home
უოკერი
ჩანაწერი
08/02/2022 | 19:3319/05/2026 | 05:40აქეთურ-იქითური
ჩვენთვის ფრე სიკვდილია
როგორ ახერხებს „მანჩესტერ სიტი“ ზედიზედ გამარჯვებებს? მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებენ, ინგლისში შეუჩერებლები არიან – მარათონში პეპ გვარდიოლას გუნდს თითქმის შეუძლებელია, აჯობო… ფაქტორებზე „ქალაქელების“ მცველმა კაილ უოკერმა ისაუბრა: „ჩვენ სტანდარტი დავაწესეთ – როცა მოედანზე გავდივართ, სამი ქულა უნდა ავიღოთ. მინიმუმი ესაა, ამას კი ემატება კარგი თამაში. უნდა მოვიგოთ და დამატებით, მაღალი ხარისხის თამაში...

