მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელსაც აქამდე მსოფლიო თასზე ვერცხლი და ბრინჯაო ჰქონდა მოგებული, ახლა გამარჯვებული გახდა!
მსოფლიო თასის გათამაშებას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა 1/32 ფინალში რუს ოლეგ პეტროვსკის 15:8 მოუგო. შემდეგ უნგრელი შანად გემეში 15:10 დაამარცხა. სამხრეთკორეელ ჯუნჰო კიმს 15:7 მოუგო, იტალიელი ჯოვანი რეპეტის და ფრანგ ბოლად აპიტს ერთნაირი ანგარიშით 15:10 აჯობა და გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კიდევ ერთი რუსი, კამილ იბრაგიმოვი დაამარცხა – 15:8.
ისტორიაში პირველად, ქართველი მოფარიკავე მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა!
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
