2022 წლის ასე ცუდად დაწყებას „რეალი“ ვერ წარმოიდგენდა — ლა ლიგის ლიდერმა „ხეტაფეთან“ წააგო 0:1.
შეხვედრის ერთადერთი გოლი თურქმა ენეს უნალმა დასაწყისშივე გაიტანა, რის წყალობითაც მადრიდელი გარეუბნელები გასავარდნ ზონას ორი ქულით ასცდნენ — მე-16 ადგილზე არიან.
„რეალს“ კი 15 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუსრულდა. „თეთრები“ კვლავ ლიდერებად დარჩნენ, მაგრამ მათ მდევარს, „სევილიას“, ორი თამაშით ნაკლები აქვს და ახლა 8 ქულით ჩამორჩება.
მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ თქვა: „გაშვებულ გოლზე თავიდან სწორი რეაქცია გვქონდა, მაგრამ თანდათანობით ნერვიულობა დაგვეტყო, ორთაბრძოლების წაგება დავიწყეთ, ბურთს ვკარგავდით.
ამ შეხვედრაზე ბევრი არაფერია სალაპარაკო. არდადეგებზე ერთი დღით მეტი დავრჩით და მოედანზე დაბრუნებულები აღარ ვგავდით იმ გუნდს, ახალი წლის წინ რომ ვიყავით. გვაკლდა მოწადინება, ყურადღება.
სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდა. წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ მეტოქეს გოლი ვაჩუქეთ და დავისაჯეთ. ერთი სიტყვით, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს თავი ისევ საშობაო დღესასწაულზე გვეგონა“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
მთავარი ამბავი06/08/2026 | 08:08ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
