ქართველმა ძალოსანმა ანასტასია გოტფრიდმა საქართველოს მსოფლიო ჩემპიონის მედალი მოუტანა. ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენიანმა სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში 265 კგ. დაძლია და პირველად საქართველოს ისტორიაში ძალოსან ქალთა ოქროს მედალი მოიპოვა.
ანასტასია გოტფირდი საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. უკრაინის ნაკრების მწვრთნელს გოტფრიდი არ სჭირდებოდა. აქამდე ის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატის ვერცხლის მედლით იწონებდა თავს, ახლა კი მსოფლიო ჩემპიონია!
21 წლის ანასტასია გოტფრიდმა 120 კილოგრამიანი შტანგა აიტაცა, რასაც აკვრაში 145 კგ. დაუმატა და მეტოქეებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. მან უახლოესი მეტქოეები – ჩილელი მარია ვალდესი და დომენიკელი კრისმერ სანტანა შესაბამისად 10 და 11 კილოგრამით ჩამოიტოვა.
გამთენიისას კი ანაჰაიმის ფიცარნაგზე ჩვენი ნაკრების ლიდერი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გამოვა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
