მოსკოვში ჩატარებულმა კენჭისყრამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრები D ჯგუფში, არგენტინასთან, ისლანდიასთან და ნიგერიასთან მოახვედრა. ხორვატმა ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა, რომელიც “რეალში” თამაშობს, თავი მოვალედ ჩათვალა კენჭისყრის შედეგისთვის კომენტარი მიეძღვნა და თავის “ინსტაგრამზე” დაწერა:

“არგენტინას დიდებული გუნდი ჰყავს, არ უნდა დაგვავიწყდეს რა კარგად ითამაშა შესარჩევში ისლანდიამ, ხოლო აფრიკული გუნდებისგან ყოველთვის მოულოდნელობას უნდა ელოდე. მაგრამ ისევე როგორც სამი მეტოქის სიძლიერეში, სრულიად დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ჩვენ ყოველ შეხვედრაში მოსაგებად და სამი ქულის მოსაპოვებლად გავალთ მოედანზე”

წაიკითხა რა თანაკლუბელისა და თანამემამულის ანალიზი, “რეალის” ვარსკვლავმა ლუკა მოდრიჩმა კომენტარი მიაწერა: “რას ლაპარაკობ, ჩემო კოვაჩიჩო”.

მართლაც, მიხვედრა არ უნდოდა…

Marca-ს ფოტო