ზლატანი ბათუმში მოდის

Home კატეგორიის გარეშე ზლატანი ბათუმში მოდის
ზლატანი ბათუმში მოდის

File:Zlatan Ibrahimović Euro 2012 vs France 07.JPG - Wikimedia Commonsშვედეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ესპანეთთან და საქართველოსთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის გამოიძახა.

განაცხადში მოხვდა 40 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

უბერებელი შვედი მიმდინარე სეზონის სტარტზეც ამტკიცებს, მისთვის ასაკი მხოლოდ საპასპორტო მონაცემია და მეტი არაფერი.

ზლატანი ნებისმიერი მეტოქისთვის და მათ შორის საქართველოს ნაკრებისთვის სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე არაორდინარული ვარსკვლავის კიდევ ერთხელ ხილვაც თავისთავად სერიოზული მოვლენაა.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".