სერხიო აგუეროს გულის პრობლემა აქვს და მან სამი თვით უნდა დაისვენოს.
„ბარსელონამ“ ასეთი განცხადება გაავრცელა: „ექიმმა ჟოზეპ ბრუგადამ ფეხბურთელს დაუსვა დიაგნოზი და დაუნიშნა თერაპიული მკურნალობა, რაც სამი თვით დასვენებას მოიცავს. ეს საჭიროა, რათა მკურნალობამ შედეგი გამოიღოს“.
33 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა კვირა დღე მთლიანად საავადმყოფოში გაატარა, სადაც კარდიოლოგიურ გამოკვლევებს უტარებდნენ.
ადრეც ვწერდით, რომ აგუეროს არითმია დაუდგინდა. შაბათს, „ბარსელონასა“ და „ალავესის“ შეხვედრის (1:1) პირველი ტაიმის მე-40 წუთზე მან შეცვლა ითხოვა.
ორშაბათ საღამოს არგენტინელმა ტვიტერში დაწერა: „კარგად ვარ, მხნედ. მზად ვარ გამოჯანმრთელების პროცესს შევუდგე. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მხარდაჭერის მესიჯი გამომიგზავნა. დიდი გვერდში დგომა ვიგრძენი და ამის წყალობით დღეს ჩემი გული უფრო ძლიერია“.
ჩემპიონთა ლიგაში კიევის „დინამოსთან“ შეხვედრის წინ, „ბარსელონას“ დროებითმა მწვრთნელმა სერხი ბარხუანმა თქვა:
„მე მას ველაპარაკე. ის მშვიდად არის. გარეთ არ გადის, მაგრამ სრული სურათის გათვალისწინებით, წყნარადაა“.
ყოფილმა კლუბმა, „მანჩესტერ სიტიმ“, რომლის შემადგენლობაშიც აგუერომ 2011-21 წლებში 184 გოლი გაიტანა, მას მხარდაჭერის მესიჯი გაუგზავნა.
მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი კლუბისგან დამოუკიდებლად გაამხნევა რაჰიმ სტერლინგმა, რომელმაც მისწერა: „მაგრად დადექი, ძმაო. ჩვენ ყველანი შენ გვერდით ვართ. მალე გამოჯანმრთელდი“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
