ლაციომ არწივების მწვრთნელი მოხსნა

Home აქეთურ-იქითური ლაციომ არწივების მწვრთნელი მოხსნა
ლაციომ არწივების მწვრთნელი მოხსნა

Lazio suspend eagle trainer for fascist salute as he's caught on camera singing the praises of Benito Mussolini - Daily Recordხატოვანი გამონათქვამი არ გეგონოთ. საუბარია რეალური არწივების რეალურ მწვრთნელზე.

მოგეხსენებათ არწივი რომის „ლაციოს“ სიმბოლოა და „სტადიო ოლიმპიკოზე“ ყოველი მატჩის წინ სტადიონს შემოუფრენს ხოლმე.

მატჩის დაწყებამდე „ლაციოს“ ფანებმა იტალიელი ფაშისტების ბელადის – ბენიტო მუსოლინის მეტსახელის სკანდირება დაიწყეს – „დუჩე, დუჩე“!

პასუხად არწივების მწვრთნელმა ხუან ბერნაბემ მათ რომაული სალუტით, ანუ ფაშისტური სალმით უპასუხა.

ვიდეო სოცქსელებში გავრცელდა. ფირმა, რომელშიც ბერნაბე მუშაობს, უშუალოდ „ლაციოს“ სტრუქტურაში არ შედის, მაგრამ ის უკვე ჩამოაშორეს საქმიანობას და დიდი შანსია, კონტრაქტი საერთოდ გაუწყვიტონ.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".