კანავარომ, მესი მოიგებსო

Home აქეთურ-იქითური კანავარომ, მესი მოიგებსო
კანავარომ, მესი მოიგებსო

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფაბიო კანავარომ „ოქროს ბურთის“ იტალიელ ნომიმანტებზე და მათ შანსებზე ისაუბრა.

He is the Absolute No.1, Fabio Cannavaro Hails Lionel Messi„ნომინანტთა შორის ხუთი იტალიელის ყოფნა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ასეთი რამ 2006 წლის შემდეგ არ მომხდარა, როცა პრიზი მე მერგო. ჟორჟინიო სხვებზე მეტად იმსახურებს აღიარებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „ოქროს ბურთს“ ლეო მესი მიიღებს. ბორელა და დანარჩენებიც ღირსეულად მოხვდნენ ნომინანტთა შორის, მაგრამ საკუთარი თამაშით ეს პატივი, ალბათ, კიეზამაც დაიმსახურა.

ლოგიკურია, რომ ნომინანტებში იტალიელთა სიმრავლე ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებამ განაპირობა. ბონუჩი და კიელინი, ასაკის მიუხედავად, კვლავაც საიმედონი არიან. ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს ნახევარდაცვასა და შეტევაში, მაგრამ შედარებით პრობლემურია ახალგაზრდა ნიჭიერი მცველების თემა. ბასტონი კარგად პროგრესირებს, თუმცა სხვებს ვერ ვხედავ. ალბათ, რობერტო მანჩინის მოუწევს სამი მცველით თამაშის ვარიანტზე დაფიქრება“, – თქვა ფაბიო კანავარომ.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".