ინდიან უელსის მასტერსი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და მისი საპრიზო ფონდი 9.146.125 დოლარია. წლეულს ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით დაიწყო. ჩვენებური საქმეში 1/32-ფინალიდან ჩაერთო. ბასილაშვილმა ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს საათსა და 16 წუთში მოუგო – 6:4; 6:3.
პირველ სეტის მეხუთე გეიმში ბასილაშვილმა ბრეიკ პოინტი გაახერხა და მერე მშვიდად მიიყვანა საქმე ბოლომდე. მეორე სეტში კი, ქართველმა სამი ბრეიკ პოინტი შეასრულა, მაგრამ ერთხელ საკუთარი ჩაწოდებაც დათმო. თუმცა, საბოლოოდ მოსაგებად საკმარისი გამოდგა.
1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე 33 წლის ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი იქნება, რომელმაც ორ სეტში ტურნირზე მეშვიდე ნომრად განთესილი კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი დაამარცხა – 6:4; 6:2.
ბასილაშვილს და რამოსის მატჩი 12 ოქტომბერს გაიმართება.