გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა გამოაქვეყნა ე.წ. „პანდორას დოსიე“. მასში ფიგურირებენ პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს ვარსკვლავები, რომლებმაც ფარულ ანგარიშებზე გადარიცხვით დამალეს რეალური შემოსავალი.
„პანდორას დოსიეში“ მოხვდა „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა. მან, თურმე, ანდორას ბანკის მომსახურებით ისარგებლა და ესპანურ საგადასახადო სისტემას ნახევარი მილიონი ევრო დაუმალა.
ეს იმ ფულის ნაწილია, რომელიც გვარდიოლამ ყატარულ „ალ-აჰლიში“ 2003-2005 წლებში თამაშისას მიიღო.
ესპანური სამართალდამცავი სისტემა ავტორიტეტებს არ ცნობს და გვარდიოლას სერიოზული თავისტკივილი გარანტირებული აქვს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
