ისლანდიურ ფეხბურთში ხმაურიანი სკანდალია. ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით გადადგა. საქმე ეხება სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტს, რომელსაც თურმე 2017 წელს ჰქონდა ადგილი.
ახლახანს ეს ამბავი გაახმოვანა 25 წლის ქალბატონმა. მისი თქმით, ოთხი წლის წინ რეიკიავიკის ერთ-ერთ ღამის კლუბში ეროვნული ნაკრების წევრმა მასზე სექსუალურად იძალადა — ფეხებს შორის მეხებოდა და კისერშიც მომკიდა ხელიო.
მან და მისმა მეგობარმა პოლიციას მიმართეს. ფეხბურთელის ვინაობა არ დასახელებულა, მაგრამ ჟურნალისტებმა მაინც დაადგინეს: ორშაბათს შვედური “გეტებორგის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი გუნდის წევრს ბრალი ედება 2017 წელს მომხდარ სექსუალურ ძალადობაში.
“გეტებორგში” კი ისლანდიის ნაკრების ერთადერთი ფეხბურთელი თამაშობს — კოლბეინ სიგტორსონი.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდოუტირმაც გააკეთა, სოლიდარობა გამოუცხადა სავარაუდო დაზარალებულებს და დაამატა, რომ ეს კარგი გაკვეთილი იქნება საფეხბურთო სამყაროსთვის.
რა კომენტარი შეიძლება გაუკეთოთ მომხდარს? ისლანდიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა ხელმძღვანელობამ პოსტები 4 წლის წინ სავარაუდოდ მომხდარი და ჯერ არ დამტკიცებული ძალადობის ფაქტის გამო დატოვა.
რატომ? რა ბრალი მიუძღვით საფეხბურთო ჩინოვნიკებს მომხდარში? უბრალოდ, ასეთი ტრენდია მსოფლიოში და მორჩა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
