არ დაადგა საშველი კილიან მბაპეს საგას დასრულებას. უკვე ყველასთვის და მათ შორის პსჟ-ის ხელმძღვანელობისთვის ცხადია, რომ 22 წლის ფრანგი არ დარჩება – ან წელს გაყიდიან, ან ერთი წლის შემდეგ უკაპიკოდ გაექცევათ.
ამასობაში, l’Eguipe-ს ინფორმაციით, გუშინ მადრიდის „რეალმა“ პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართა ფრანგებს და 160 მილიონი ევრო შესთავაზა.
ეს წინადადება მყისიერად იქნა უარყოფილი.
პსჟ-ის პასუხი ასეთია: მზად ვართ, განვიხილოთ წინადადება, რომელიც 200 მილიონი ევროს მიდამოებში იქნება. რას უნდა ველოდეთ?
ფაქტია, მბაპე გაიყიდება.
ვაჭრობის ძირითადი პრინციპებიდან გამომდინარე, საამისოდ ფლორენტინო პერესმა ჯიბე უნდა მოიქექოს და შეთავაზებას ოციოდე მილიონი წაუმატოს.
თავის მხრივ, პსჟ-იც „შეიჭრის ხელს“ 20 მილიონზე და ეგ არის. დონ ფლორენტინოს ამბავი რომ ვიცით, გარიგებას კვირის ბოლომდე უნდა ველოდეთ.