მძლეოსნობაში ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლის სპეციალურმა ორგანომ შეჯიბრებებს ჩამოაშორა სამი უკრაინელი სპორტსმენი: მიხაილ გავრილიუკი (უროს ტყორცნა), ნაზარ კოვალენკო (სპორტული სიარული) და ნატალია პიროჟენკო-ჩერნომაზი (ესტაფეტა 4X400მ). მათ დისკვალიფიკაცია არ ემუქრებათ. უბრალოდ, თამაშებიდან მოკვეთეს გარკვეული წესების დარღვევის გამო.
საქმე კი აი, რაშია: დიდი ტურნირების წინ და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ათლეტი ვალდებულია საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში ჩააბაროს სამი არასაშეჯიბრო დოპინგ-ტესტი. სწორედ ეს წესი დაარღვიეს უკრაინელებმა, მაგრამ საინტერესოა, სად იყურებოდა სამედიცინო შტაბი, რომელსაც ეს პროცესი უნდა გაეკონტროლებინა. ისიც საფიქრალია, ვინ შეავსებს ვაკანსიას საესტაფეტე გუნდში.
რამდენიმე დღის წინ ანალოგიური დარღვევისთვის კიდევ ერთი უკრაინელი, იულია ელისტრატოვა (ტრიატლონი) დასაჯეს. უკრაინულ კვარტეტს ვინ ჩივის – ნიგერიამ ერთბაშად 10 სპორტსმენი მოისაკლისა, სულ კი შერისხულთა სიაში თამაშების 20 მონაწილეა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს: ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვეს და ტუალეტში შევლა დაავიწყდათ…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
