მსოფლიოს ერთერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანას მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს და ამის გაკეთებას კიდევ ერთ თანამასპინძელთან ერთად აპირებს.
ამერიკული კონსალტინგ კომპანია BCG მჭიდროდ თანამშრომლობს საუდეთის მთავრობასთან. ამ ჯერზეც რამდენიმე პარტნიორი ურჩია, ოპტიმალურად კი ეგვიპტესთან და მაროკოსთან საზიარო განაცხადი მიიჩნია.
თუმც საუდები ასე არ ფიქრობენ ფინანსური რისკების, ქვეყნების ეკონომიკებზე შესაძლო გავლენის და უსაფრთხოების საკითხების გამო. ამ მხრივ ევროპული ქვეყანა იდეალური პარტნიორი იქნებოდაო…
არჩევანი იტალიაზე შეჩერდა. საუდეთსა და იტალიას გარდა დალაგებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირებისა, სპორტში თანამშრომლობის გამოცდილებაც აქვთ – 2022 წლის იანვარში საუდის არაბეთი იტალიის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს.
რაც შეეხება 2030 წლის მონდიალის მასპინძლობის სხვა მსურველებს, ერთობლივი განაცხადების წარდგენას ინგლისი-ირლანდია და ესპანეთი-პორტუგალია აპირებენ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
