წლევანდელი „უიმბლდონი“, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის უაღრესად დამაინტრიგებლად იწყება. პირველსავე წრეში მისი მეტოქე ლეგენდარული ენდი მარი იქნება.
მსოფლიოს ექსპირველი ჩოგანი ამჟამად მხოლოდ 119-ე პოზიციაზეა და ტურნირზეც “ველური ბარათით” მოხვდა, მაგრამ კარიერაში 46 ტიტულის მომგებს ჩოგნის ქნევა რომ არ დავიწყებია, ფაქტია.
მისი საკარიერო მონაგარი გაცილებით მეტი იქნებოდა, „დიადი სამეულის“ ეპოქაში რომ არ მოხვედრილიყო.
თავისი თაობის მუდმივ მეოთხედ მონათლული ენდი მარი საქართველოს საუკეთესო და უიმბლდონზე 24-ე ნომრად განთესილ ქართველს სერიოზულ გამოცდას მოუწყობს.
„უიმბლდონი“ 28 ივნისს იწყება. ბასილაშვილი – მარის დაპირისპირებაც ხვალისთვის, დღის ბოლო მატჩად არის ჩანიშნული, რომელიც ჩვენი დროით 20.00 საათზე დაიწყება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
