გუშინ, „კამპ ნოუზე”, „ბარსელონამ” 2021-22 წლების სეზონის ოფიციალური საშინაო ფორმის პრეზენტაცია მოაწყო. წარმდგენთა შორის იყვნენ კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, ანსუ ფატი და „ბარსას” ნორვეგიელი ფეხბურთელი ქალი კეროლაინ გრეჰემ ჰანსენი.
ფორმაში ცვლილებებია. ფერები რასაკვირველია ტრადიციული დარჩა, მაგრამ ზოლებში სიახლეა. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ახალ ვერსიაში მაქსიმალურად არის გამოყენებული მისი გერბი. პირდაპირ, მკერდის სიმაღლეზე შეგიძლიათ შენიშნოთ ბარსელონას მფარველი წმინდა გიორგის ჯვარი. არის სენიერაც ანუ კატალონიის დროშა.
შეინიშნება სხვა სიახლეებიც. მაგალითად, ფეხბურთელების გვარები, ნომრები და UNICEF-ის ლოგო წლეულს თეთრად იქნება და სხვა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
