ლა ლიგის 38-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ 2:1 დაამარცხა „ვალიადოლიდი“ და ესპანეთის ჩემპიონი გახდა. მადრიდისვე „რეალს“ მეორე ადგილი ერგო, „ბარსელონა“ კი მესამეზე დარჩა.
ეს „მემატრასეების“ მე-11 ტრიუმფია. აქედან, დიეგო სიმეონეს მწვრთნელობისას მეორე. წინა საჩემპიონო სეზონი „ატლეტიკოს“ 2013-2014 წლებში ჰქონდა.
ამას გარდა, „ჩოლო“ სიმეონეს გუნდთან ერთად ჩემპიონობა ფეხბურთელის რანგშიც აქვს მოპოვებული. ეს შორეულ 1996 წელს მოხდა.
ჩემპიონის ტიტულების მიხედვით (34) მადრიდის „რეალს“ კარგა ხანს ვერავინ გაუტოლდება. მეორე ადგილზე „ბარსელონაა“ 26-გზის ჩემპიონობით.