„ბარსელონას” ფეხბურთელების მდიდრულ კონტრაქტებში არის პუნქტები, სადაც პრემიებზეა ლაპარაკი. იქ ყველაფერი გაწერილია, რა ჯილდოს მოგების შემთხვევაში ვის რამდენი ერგება.
ყველაზე დიდი ბონუსები სეზონის ბოლოს იყრის ხოლმე თავს, თუმცა კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბლაუგრანას” მოთამაშეებს ამ სეზონში ჯიბის გასქელება არ ელით და ეს თავადაც კარგად მოეხსენებათ.
და მაინც, იმ შემთხვევაში თუ „ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონი გახდება, ფეხბურთელები 28-30 მილიონ ევროს გაიყოფენ.
საინტერესო დეტალი: „ბარსელონამ” აპრილში ესპანეთის თასი მოიგო. ფინალში კატალონიელებმა „ბილბაოს” მოუგეს 4:0, რისთვისაც მოთამაშეებმა 6-8 მილიონი ევრო უნდა გაიყონ, მაგრამ… მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ესპანეთის ჩემპიონები გახდებიან ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებდნენ.
როგორც ჩანს, ამ სეზონში ფეხბურთელები ვერაფერს მიიღებენ, კლუბი კი 38 მილიონ ევროს დაზოგავს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/07/2026 | 10:13წიტა ლორიანს უნდა
მთავარი ამბავი21/07/2026 | 08:41ბიჭი, რომელმაც ტიტულები 19 წლისამ დააკომპლექტა
მთავარი ამბავი20/07/2026 | 09:05მსოფლიოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს!
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 12:07შერკი-ნება მწვრთნელთან
