May be an image of 1 ადამიანი და ტექსტიპირველი წრე ეროვნულ ლიგა 2-შიც დასრულდა. თუმცა, შესვენება ხანგრძლივი არ იქნება. უკვე 28-29 აპრილს მე-10 ტურის მატჩები გაიმართება.

ლიდერი ბოლნისის „სიონია.“ ქვემოქართლელებმა შესანიშნავი გაზაფხული ჩაატარეს. პირველი შვიდი მატჩიდან შვიდივე მოიგეს და მხოლოდ მე-8 ტურში დამარცხდნენ უშუალო მდევარ „გაგრასთან.“ ჯამში მათ 9-დან 8 შეხვედრაში გაიმარჯვეს და ლიგის რეკორდიც დაამყარეს.

არც არის გასაკვირი, ვარლამ კილასონიას, რომელიც პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, საკმაოდ კარგი, გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს გუნდში და შედეგიც სახეზეა. თუნდაც კაპიტანი დათა სიჭინავა და გიორგი კორიფაძე, რომლებმაც 5-5 გოლი გაიტანეს და კვალში უდგანან ლიგის მთავარმეგოლეებს. მე-9 ტურში „სიონმა“ თბილისის „მერანი“ სწორედ სიჭინავას დუბლით დაამარცხა (2:1). საინტერესოა, რომ გამარჯების გოლი დათამ პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა.

„სიონში“ თამაშობენ საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, სანდრო კობახიძე და 37 წლის გოგიტა გოგუა, თუმცა ამჟამად საუკეთესო ფორმაში არ არიან.

„სიონს“ ფეხდაფეხ მისდევს „გაგრა,“ რომელსაც შარშან სულ ცოტა დააკლდა ელიტაში დასაბრუნებლად, „ტორპედოსთან“ დამარცხდა ორმატჩიან ფლეი აუტში. სამაგიეროდ, ქვეყნის თასს დაეუფლა და ამ ზაფხულს უეფას კონფერენს ლიგაზე უწევს თამაში.

May be an image of 1 ადამიანი და ტექსტიგაგა კირკიტაძე ახალგაზრდა სპეციალისტია, თავადაც „გაგრას“ აღზრდილია და გუნდიც ახალგაზრდული ჰყავს. გამოჩნდა ლიდერიც – 25 წლის თამაზ მაქაცარია, რომელმაც 8 შეხვედრაში 9 ბურთი გაიტანა. ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს და პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

სამეულს მარტვილის „მერანი“ ასრულებს. ცოტნე მონიავას გუნდს სტაბილურობა აკლია. ლიდერი კაპიტანი კიჭი მელიავაა. ჰყავთ მეორე გამორჩეული კაცი, მალელი შეიკნე სილა, რომელმაც 8 მატჩში 6-ჯერ გამოიჩინა თავი და მაქაცარიას კვალში უდგას.

საინტერესო გუნდია „გარეჯიც.“ საგარეჯოელებმა ლიგა 2-ში მეოთხე ლიგიდან სულ რამდენიმე წელიწადში ამოაღწიეს და ახლა იოლი მეტოქე არავისთვის არიან. წარმატებას უმთავრესად 36 წლის ლაზარე დათუნაშვილს უკავშირებენ. საგარეჯოელია და ფეხბურთიც უთამაშია. ახლა კი მენეჯერობის ნიჭიც გამოიჩინა და საქმეც დაიძრა.

მთავარი მწვრთნელი კი 45 წლის თენგიზ კობიაშვილია, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს უფრო მოთამაშეობისას „ვიტ ჯორჯიიდან“ ეხსომებათ.

დაბოლოს, ალბათ ყველა ჩვენთაგანის წუხილი – „ჩიხურა.“ გუნდი, რომელიც რამდენიმე წლის წინათ ევროთასებზე წარმატებით ასპარეზობდა. ახლა კი, ლიგა 2-დანაც ვარდება, აშკარა აუტსაიდერია…

გაგრა27187258:1861
სიონი27193551:2460
მარტვილი27137748:3646
გარეჯი271331138:3442
მერანი თბ.27109847:3739
ზუგდიდი271021532:5432
შევარდენი27710931:3431
რუსთავი27761432:4127
ვიტ ჯორჯია275121023:3527
ჩიხურა27132316:636

მეგოლეები: თამაზ მაქაცარია (გაგრა) – 9, შეიკნე სილა (მერანი, მარტვილი) – 6, დათა სიჭინავა, გიორგი კორიფაძე (ორივე – სიონი) – 5