ორი დღე გავიდა, რაც ევროპული საფეხბურთო სუპერლიგის შექმნა გამოცხადდა და იქვე სრულდება.
უეფას, ფიფას, გულშემატკივრებისა თუ საფეხბურთო სამყაროში გამოთქმული პროტესტების შემდეგ, სუპერლიგა ექვსივე ინგლისურმა კლუბმა დატოვა. მათ მიჰყვა ესპანური „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“.
თუმცა, ეს არაფერია – გავრცელებული ხმებით თანამდებობები დატოვეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა და ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ.
კომპანია Fenway Sports Group კი, ჩავარდნილი პროექტის შემდეგ „ლივერპულს“ საერთოდ ყიდის.
გაგრძელება იქნება…