თბილისის „დინამოს“ შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის რვა საუკეთესოს შორის მოხვდეს. ეს შანსი იმის შემდეგ გაჩნდა, რაც სტანოიევიჩის გუნდმა ჯგუფური ეტაპის მე-3 წრის მატჩი მონტენეგროს „ჰერცეგ ნოვის იადრანს“ – 13:10 მოუგო. ეს დინამოელთა მეორე გამარჯვებაა 2020-21 წლების სეზონში, ჩვენებმა ორივე იადრანს მოუგეს.
თავიდან თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, გადამწყვეტი გამოდგა მესამე მეოთხედი, სადაც „დინამოს“ უპირატესობა უკვე აშკარა იყო და 10:6 დაწინაურდა. „იადრანმა“ ბოლო მეოთხედში გაიბრძოლა, სხვაობა 3 გოლამდე შეამცირა, მაგრამ სულ ეს იყო – 13:10.
გოლები ბორის ვაპენსკიმ (2), რეზი იმნაიშვილმა (2), გიორგი მაგრაქველიძემ (2), დუშან ვასიჩმა (2), ანდრია ბითაძემ (2), ვალიკო დადვანმა და მარკო იელაჩამ (2) გაიტანეს.
„დინამო“ მომდევნო მატჩში გერმანულ „ჰანოვერს“ ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდეს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
