ჩელსი ინგლისში ყველაზე მეტია

Home აქეთურ-იქითური ჩელსი ინგლისში ყველაზე მეტია
ჩელსი ინგლისში ყველაზე მეტია

Chelsea vs Porto: Previewლონდონურმა „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის ორი მატჩის ჯამში „პორტუ“ დაამარცხა (2:0, 0:1). ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში, ანუ 1992/1993 წლების სეზონიდან მოყოლებული, ეს ლონდონელთა მერვე ნახევარფინალია, ინგლისურ კლუბებს შორის კი საუკეთესო შედეგია.

იმავე პერიოდში ლიგის ნახევარფინალს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 7-ჯერ უწია. იგივე 5-ჯერ მოახერხა „ლივერპულმა“ და 2-ჯერ „არსენალმა“.

კიდევ სამ ინგლისურ კლუბს – „სიტის“, „ტოტენჰემს“ და „ლიდსს“ საამაყოდ ლიგის საუკეთესო ოთხეულში მხოლოდ თითოჯერ გასვლა აქვთ. ნახევარფინალში თომას ტუხელის გუნდი „რეალსა“ და „ლივერპულს“ შორის უმჯობესს შეხვდება.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".