ევროპის ჩემპიონატი, გასულ ზაფხულს უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო 2021 წლისთვის გადაიდო. ახლა კი ევროპულმა მედია გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მომავალ ევროპირველობას 12 ქალაქის ნაცვლად ორი უმასპინძლებს – ლონდონი და სანკტ-პეტერბურგი.
ტურნირი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება და პირველობისთვის 24 ნაკრები იბრძოლებს. თავდაპირველი გადაწყვეტილებით ევროპის ჩემპიონატის ჩატარება ამსტერდამში (ნიდერლანდები), ბაქოში (აზერბაიჯანი), ბილბაოში (ესპანეთი), ბუქარესტში (რუმინეთი), ბუდაპეშტში (უნგრეთი), კოპენჰაგენში (დანია), დუბლინში (ირლანდია), გლაზგოში (შოტლანდია), ლონდონში (ინგლისი), მიუნხენში (გერმანია), რომსა (იტალია) და სანკტ-პეტერბურგში (რუსეთი) იგეგმებოდა.
ვნახოთ რა და როგორ იქნება. საბოლოო გადაწყვეტილება უეფამ 7 აპრილს უნდა მიიღოს და გამოაცხადოს სად გაიმართება ევროპის ჩემპიონატი. ერთი კი ნაღდია, მატჩები სავსე ტრიბუნებით ჩატარდება. უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი მასპინძელ ქვეყნებს საამისო გარატიებს მოთხოვს.