დღეს, 22.45 საათზე საათზე, სალონიკის „ტუმბაზე“ საბერძნეთი – საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი დაიწყება. შეხვედრას გამოცდილი პოლონელი სიმონ მარსინიაკი იმსაჯებს. ჩვენები სალონიკში გუშინ ნაშუადღევს ჩაფრინდნენ და საღამოს ივარჯიშეს. იქამდე კი პრესონფერენცია გამართა საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა, რომელსაც თან ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ახლდა.
ჩემი ხელმძღვანელობის საქართველოს ნაკრებმა ორივე თამაში კარგად ჩაატარა. კმაყოფილი ვარ, თუმც მხოლოდ მონდომება და მოგების სურვილი ქულების მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და იგივე დისციპლინით ვითამაშოთ, როგორც ეს წინა მატჩებში გავაკეთეთ. ჩვენს თამაშში ბევრი პოზიტიური ნიშანი დავინახე. რა გეწყობა, ფიფას რეგულაციებიდან გამომდინარე საკვალიფიკაციო ეტაპი სამი მატჩით დავიწყეთ, საიდანაც ორი შეხვედრის გამართვა სტუმრად გვიწევს.
საბერძნეთმა პირველ ტურში ესპანეთთან პირველ ტურში გამართული შეხვედრით თავდაჯერება მოიპოვა. ესპანეთის წინააღმდეგ ქულის აღება ადვილი არ არის. საბერძნეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ასეთივე რთული მატჩი ექნება ჩვენს მეტოქეს, ვერ გაისეირნებენ, დიდ ბრძოლას ვპირდებით, – თქვა ჩვენების მწვრთნელმა.
ოთარ კიტეიშვილმა ეს თქვა:
მნიშვნელოვანი თამაში გველის. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ორი თამაშის შემდეგ, სამწუხაროდ, ქულა ვერ მოვიპოვეთ, დასანანი მატჩები წავაგეთ. ამიტომ საბერძნეთის წინააღმდეგ ჩვენი მიზანი ქულების მოპოვებაა. ოსაგებად ვითამაშებთ და იმედი მაქვს მიზანს მივაღწევთ. რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს: კარგი გუნდია, მათ ესპანეთის წინააღმდეგ ერთი ქულის აღება შეძლეს, რაც შეუძლებელია შემთხვევითობა იყოს, თუმც საბერძნეთთან მაინც თანაბარ თამაშს ველი.
შეგახსენებთ, რომ საქართველო – საბერძნეთს აქამდე ერთმანეთში 6 მატჩი აქვთ ნათამაშევი. ყველა ოფიციალური, 4 ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისა გახლდათ, 2 მსოფლიო ჩემპიონატისა. უსიამოვნო კია, მაგრამ ფაქტი – საქართველოს საბერძნეთთან აქამდე არ მოუგია – მსოლოდ ერთი დამთავრდა ფრედ, 2010 წელს, ათენში… იქნებ დღეს დამწუხრდნენ ბერძნები?!