რას ნიშნავს ამერიკელებისთვის NBA და რამხელა ფული ტრიალებს, ალბათ, ყველას კარგად მოგეხსენებათ. თუმცა, საამისოდ, მცირე სტატისტიკურ მაგალითსაც მოგიყვანთ.
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრომ ჯეიმსი 174-ჯერ მეტ თანხას გამოიმუშავებს, ვიდრე ქალთა ლიგის, WNBA-ს სუპერვარსკლვი სიუ ბიორდი.
ორივეს 17 სეზონი აქვთ გატარებული, ბიორდს უკვე ოთხი ბეჭედი აქვს. და მაინც, 2020 წელს ლებრონმა 37,44 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ბიორდმა სულ რაღაც 215 ათასი. წინა სეზონში მარტო ჩემპიონობისთვის ჯეიმსმა 370.000 დოლარი მიიღო, ხოლო სიუმ 32-ჯერ ნაკლები – 11.000.
კარიერის მანძილზე ბიორდმა 8 მილიონს მოუყარა თავი. აქ გათვალისწინებულია სასპონსორო ხელშეკრულებებიც, ლებრონი კი ამ წელიწადში მილიარდს გადააჭარბებს და ამ მაჩვენებლით მეხუთე მოქმედი სპორტსმენი გახდება.
გარდა იმისა, რომ ბიორდს WNBA ოთხი ბეჭედი აქვს, ასევე 4-4 ოქრო მოიგო ოლიმპიურ თამაშებზე (2004, 2008, 2012, 2016) და მსოფლიო ჩემპიონატზე (2002, 2010, 2014, 2018).
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
მთავარი ამბავი19/07/2026 | 21:13ორი ოქრო სარაევოდან
სიახლეები14/07/2026 | 22:24შვიდი წლის მერე…
