იბრა საქართველოსთან

Home კატეგორიის გარეშე იბრა საქართველოსთან
იბრა საქართველოსთან

იბრაგიმოვიჩი ევროპაში თამაშს გააგრძელებსხუთწლიანი პაუზის შემდეგ შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ გუნდში ბრუნდება და, დიდი შანსია, 25 მარტს საქართველოს ნაკრებთან ითამაშოს კიდეც.

სკანდინავიელთა მთავარმა მწვრთნელმა იან ანდერსონმა იტალიური მილანის 39 წლის შემტევი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის გამოიძახა.

შვედების გაფართოვებული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: კარლ იოჰან იონსონი (კოპენჰაგენი, დანია), რობინ ოლსენი (ევერტონი, ინგლისი), კრისტოფერ ნორდფელდტი (გენჩლერი, თურქეთი);

მცველები: პიერ ბენგტსონი (ვეილე, დანია), ანრდეას გრანკვისტი (ჰელსინგბორგი), ფილიპ ელანდერი (რეინჯერსი, შოტლანდია), ემილ კრაფტი (ნიუკასლი, ინგლისი), მიკელ ლუსტიგი (აიკი), იოაკიმ ნილსონი (არმინია, გერმანია), ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), კარლ სტარფელტი (რუბინი, რუსეთი), ლუდვიგ აუგუსტინსონი (ვერდერი, გერმანია);

ნახევარმცველები: იენს კაიუსტე (მიდტიულანდი, დანია), ემილ ფორსბერგი (ლაიფციგი, გერმანია), ვიქტორ კლაესონი, კრისტოფერ ოლსონი (ორივე კრასნოდარი, რუსეთი), ალბინ ეკდალი (სამპდორია, იტალია), დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი, იტალია), სებასტიან ლარსონი (აიკი), კენ სემა (უოტფორდი, ინგლისი), მატიას სვანბერგი (ბოლონია, იტალია);

თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი, იტალია), მარკუს ბერგი (კრასნოდარი, რუსეთი), ალექსანდერ ისაკი (სოსიედადი, ესპანეთი), იესპერ კარლსონი (ალკმაარი, ნიდერლანდები), რობინ ქუაისონი (მაინცი, გერმანია).

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.