პატრისიუ გადარჩა

Home კატეგორიის გარეშე პატრისიუ გადარჩა
პატრისიუ გადარჩა

„ვულვზის” პორტუგალიელი მეკარე რუი პატრისიუ გადარჩა. ის გონზეა და ჯდომაც შეუძლია — ეს ყველაფერი კი მას მერე მოხდა, რაც თანაგუნდელთან სასტიკი შეჯახების შემდეგ ჟანგბადის ბალიში და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

33 წლის პატრისიუ თავისივე გუნდის 28 წლის მცველს კონორ კოუდის „ვულვერჰემპტონისა” და „ლივერპულის” შეხვედრის მიწურულს შეეჯახა. თამაში სტუმრებმა, ლივერპულელებმა მოიგეს – 1:0. ინციდენტის დროს პორტუგალიის ნაკრების გოლკიპერს კოუდის ფეხი ძლიერად მოხვდა სახეში.

პატრისიუ მოედანზე კარგა ხანს, 13 წუთის განმავლობაში იწვა, შემდეგ კი საკაცით გაიყვანეს. ის გონს სტადიონზევე მოეგო და მედიკოსებს ელაპარაკებოდა.

„მგლების” მთავარი მეკარე სათადარიგო ჯონ რადიმ 90+11 წუთზე შეცვალა. კომპანია „სქაი სპორტმა”, რომელიც მატჩის რეპორტაჟს გადასცემდა, ეპიზოდის ტელეგამეორებაზე უარი თქვა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს დიოგო ჟოტამ გაიტანა. ჟოტაც პორტუგალიელია და 2018-20 წლებში „ვულვერჰემპტონში” თამაშობდა.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.