როტერდამში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო კანადას – 14:11. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენები არმარტო ჯგუფიდან გასვლას ინაღდებდნენ, არამედ, რაც შეიძლება უკეთესი ადგილით შეხვდებოდნენ ფლეი ოფს. ეს მიზანი მიღწეულია – თუ რამე სასწაული არ მოხდა, დეიან სტანოევიჩის გუნდი მინიმუმ მესამე ადგილით გავა მეოთხედფინალში.
კანადასთან თამაში კი ჩვენი უპირატესობით დაიწყო და პერიოდი 3:1 მოვიგეთ. დაწინაურებული საქართველო უფრო უკეთესად გამოიყურებოდა და მეორე პერიოდიც მოიგო, მაგრამ მხოლოდ ერთი ბურთით და დიდ შესვენებაზე 6:3 გავედით.
შესვენების შემდეგ ჩვენმა უპირატესობამ 5 ბურთს მიაღწია, მაგრამ ცოტა მოვდუნდით და დასკვნით მეოთხეს ისევ 3-ბურთიანი ჰანდიკაპით შევხვდით – 10:7. ბოლო მეოთხედშიც ბევრი გავუშვით, მაგრამ პერიოდი მაინც არ წავაგეთ და საბოლოოდ 14:11 მოვიგეთ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
