სამშაბათს ტურინის „იუვენტუსმა“ ქვეყნის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში სტუმრად „ინტერს“ 2:1 მოუგო.
გამარჯვებულთა კარს ჯანლუიჯი ბუფონი იცავდა, რომლისთვისაც ეს მატჩი პროფესიულ კარიერაში 1100-ე იყო.
ჯიჯის ზღაპრული კარიერა 1995 წელს დაიწყო. გასული 26 წლის განმავლობაში მან 679-ჯერ „იუვეს“, 220-ჯერ „პარმას“, 25-ჯერ პსჟ-ს და 176-ჯერ იტალიის ნაკრების ღირსება დაიცვა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა სანაკრებო კარიერა 2018 წელს დაასრულა.
ბუფონი, რომელსაც 28 იანვარს 43 წელი შეუსრულდა, კვლავაც უმაღლეს დონეზე თამაშობს. კლუბის დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ ამადაც ბრძანა: „ჯიჯი საკუთარ სახლშია და ყველა ვაფასებთ. ის არაჩვეულებრივი ადამიანია. რა თქმა უნდა, განვიხილავთ მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზების საკითხს და ამას უახლოეს მომავალში, ყველაზე ხელსაყრელ დროს გავაკეთებთ.“.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
