ფედერერი: მელოდეთ დოჰაში

Home კატეგორიის გარეშე ფედერერი: მელოდეთ დოჰაში
ფედერერი: მელოდეთ დოჰაში

დიდი მუზარადის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერმა გამოაცხადა, რომ კორტს დოჰას ტურნირზე (ATP 250) დუბრუნდება, რომელიც 8-13 მარტს არის დაგეგმილი.

„თუ ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიქნები, მინდა დოჰას შემდეგ ერთ ტურნირზეც ვითამაშო, თუ არა და გრუნტის სეზონამდე ვარჯიშებს დავუბრუნდები. ამის შემდეგ ჩემს განრიგში ჰალეს ტურნირი, „უიმბლდონი“ და ოლიმპიური თამაშები შედის,” – თქვა როჯერმა.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის ფედერერი შარშანდელი ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ ტურნირებზე აღარ გამოჩენილა და მუხლზე ორი ოპერაცია გადაიტანა.

I can say that I like Roger Federer for the beauty but...', says former No.  1

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".