რომის „ლაციოსთან“ საშინაო მატჩი „მილანისთვის“ ბოლო იყო 2020 წელს. „როსონერის“ ქომაგებს სხვებზე გაცილებით მეტი მიზეზი ჰქონდათ, ქალაქი საყვარელი გუნდის ფერებში აეფერადებინათ.
თავად განსაჯეთ:
ტოპ-5 ჩემპიონატებში „მილანი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც გაზაფხულის კარანტინის შემდეგ ჩემპიონატში ერთი მატჩიც არ წაუგია.
„მილანის“ წაუგებელი სერია 26 მატჩს ითვლის: 19 მოგება და 7 ფრე.
გუნდი წელს პირველ საფეხურზე ასრულებს.
უკვე 16 მატჩია, „მილანს“ 2 გოლზე ნაკლები არ გააქვს. ბოლოს ამგვარი რამ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ტოპ-5 ჩემპიონატებიდან მხოლოდ „ბარსელონამ“ გაახერხა. შორეულ 1948 წელს „ბარსას“ სერია 18 მატჩის განმავლობაში გაგრძელდა.
ამადაც იყო, ფანებმა „მილანს“ „ლაციოსთან“ ნამატჩევს ფეერიული შეხვედრა რომ მოუწყვეს.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?