ვინ, თუ არა ლევანდოვსკი?

Home კატეგორიის გარეშე ვინ, თუ არა ლევანდოვსკი?

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა – FourFourTwo – 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

ხმის მიცემის პროცესში 101 ქვეყნის წარმომადგენელი 101 ჟურნალისტი მონაწილეობდა. საუკეთესოდ მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი აღიარეს. გასულ სეზონში პოლონელი გერმანიის ჩემპიონატის, ქვეყნის თასისა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა. ჩემპიონთა ლიგა მოიგო და უეფას სუპერთასიც მიაყოლა.

ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის, ბუნდესლიგის და გერმანიის თასის გათამაშების ბომბარდირიც გახდა.

მეტი რა უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა, რომ მისი პირველობა აღიარონ?

Pin by Ivan on Magazine Cover - football | Lewandowski, Robert lewandowski,  Fergie

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".