„მანჩესტერ იუნაიტედში“ მწვრთნელის შეცვლაზე დაფირდნენ. მიზეზი ბოლოდროინდელი არასახარბიელო შედეგებია.
თუ Manchester Evening News-ს დავუჯერებთ, „წითელმა ეშმაკებმა“ რადარზე „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ ყოფილი თავკაცი მაურისიო პოჩეტინო მონიშნეს. საქმე ის არის, რომ თავად არგენტინელსაც სურს მანჩესტერელთა გაწვრთნა და ამაზე 2019 წლის დეკემბერშიც საუბრობდა.
აღსანიშნავია, რომ მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა ახლანდელ მწვრთნელს, ოლე გუნარ სოლშიარს გუშინდელი ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე მხარს ბოლომდე უჭერდნენ. თუმცა, „ბაშაქშეჰირთან“ წაგებამ ძალიან დააფიქრა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
