ცხვარი, გორი, თევზი…

Home დავთარი ცხვარი, გორი, თევზი…
ცხვარი, გორი, თევზი…

ეროვნული ლიგის მე-15 ტურიც ნაკლული გამოდგა. ოთხი მატჩი გაიმართა, მეხუთე, „ტორპედო“ – „ბათუმი“ კი 8 ნოემბერს ჩატარდება. თუმცა, „ტორპედოში“ რა მდგომარეობაა, კიდევ საკითხავია…

8 ნოემბერსვეა დაგეგმილი მე-13 ტურის ძალიან საინტერესო შეხვდრა: „ლოკომოტივი“ – „დინამო.“ შემდეგ სანაკრებო პაუზა გამოცხადდება, რომლის დროსაც საქართველოს ეროვნული გუნდი, თავის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ითამაშებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან. გამარჯვების შემთხვევაში ევრო 2000-ის ფინალური ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.

ელიგა კი 22 ნოემბერს განახლდება. შეგახსენებთ, რომ დარჩენილ სამ ტურში ყველა მატჩი ერთსა და იმავე დღეს და დროს, 14 საათზე დაიწყება.

„დინამომ“ გორში 3:0 დაამარცხა „დილა“ და ისევ გალიდერდა. ეს დინამოელთა ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლდათ. ერთი სევდიანი გადახვევა: რა ჰქვია იმ ჩემპიონატს, რომლის ლიდერიც ფარერელ მეთევზეებთან თუ მეცხვარეებთან 1:6 აგებს, შინაურ სარბიელზე კი ფაქტობრივად, რეალური კონკურენტი არ ჰყავს?..

მაგრამ რა ვქნათ, ჩვენია და მაინც გვიყვარს.

„ლოკომოტივმა“ დაამტკიცა, რომ ევროკამპანიისას ტყუილად არ შეგვიქია. ამჯერადაც მწყობრად ითამაშეს რკინიგზელებმა და უშუალო კონკურენტ „საბურთალოს“ 2:1 მოუგეს.

„თელავმა“ უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა „ჩიხურასთან“ და პლეი აუტის ზონას ოდნავ დაშორდა.

იყოჩაღა „სამტრედიამაც“ და თბილისის „მერანი“ ისევ ერთადერთ გუნდად დატოვა ლიგაში, ვისაც ჯერ გამარჯვების სიხარული არ განუცდია.

ჩიხურა – თელავი 1:2                                                                                

0:1 კვასოვი (37),1:1 წიქარიძე (72), 1:2 მოისწრაფიშვილი (88)

დილა – დინამო 0:3

0:1 გაბედავა (5), 0:2 იაშვილი (15), 0:3 სხირტლაძე (83 პენ)

ლოკომოტივი – საბურთალო 2:1

1:0 იმრანი (30), 2:0 იაკობიძე (83), 2:1 გურეშიძე (90+3 საკ. კარში)

სამტრედია – მერანი 2:0

1:0 პავიშიჩი (4), 2:0 ინკუმი (29)

გაძევება: კაკაშვილი (20 მერანი)

ტორპედო – ბათუმი  8 ნოემბერს

[table id=33 /]

მეგოლეები: მიკოლა კოვტალუკი (დილა) – 8, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი) – 7, ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა) – 6

 

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.