ჯერ გასინჯეთ, მერე განსაჯეთ!

Home აქეთურ-იქითური ჯერ გასინჯეთ, მერე განსაჯეთ!
ჯერ გასინჯეთ, მერე განსაჯეთ!
Report: Atletico Madrid to send Alvaro Morata back to Chelsea - Sports Moleტურინის „იუვენტუსი“ კვლავაც დაინტერესებულია ალვარო მორატას დამატებით. „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობას სურს, 27 წლის ფორვარდი 10 მილიონ ევროდ იჯარით აიყვანოს და 45 მილიონად გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლებაც დაიტოვოს. „ატლეტიკო“ ისეც მზად იყო წინადადების განსახილველად. მას შემდეგ, რაც „ბარსელონა“ ლუის სუარესის უფასოდ გაშვებას დათანხმდა, „ატლეტიკო“ სუარესს აიყვანს და მორატას შეელევა. მორატას იჯარის ვადაც სიმბოლური ამბავია. ტურინში მას მშვენივრად იცნობენ – 2014/2016 წლებში ხომ იქ ბურთაობდა, მაგრამ მაინც გამოცდას უწყობენ. „იუვენტუსს“ ედინ ჯეკოს დამატებაც უნდა. „რომა“ ბოსნიელს იმ შემთხვევაში შეელევა, თუ „ნაპოლიდან“ მილიკის ტრანსფერს გაჩარხავს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".