კაცი რომ საკუთარ თავს უმტრობს, ისეა ლუის სუარესის საქმე…„ბარსელონა“ მზადაა, ფორვარდი „იუვენტუსში“ სიმბოლურ ფასად გაუშვას, მაგრამ გაქირზე თავად სუარესი დგას: კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაქვს და რომც წავიდე, იმ დარჩენილი ერთი წლის ხელფასიც სრულად უნდა მომცეთო.
არადა, როგორია?! სუარესის წლიური ხელფასი 25 მილიონ ევრომდეა. ამხელა ფულის გადაყრას კლუბი ნამდვილად არ აპირებს.
„ბარსას“ შეფებმა, შესაძლოა, სუარესი იტალიაში არ გაუშვან, კონტრაქტის ბოლომდე დაიტოვონ, მაგრამ ეს ერთი წელი მოედანს არ გააკარონ.
ბოლო სიტყვა, რა თქმა უნდა, რონალდ კუმანზეა, მაგრამ სუარესისთვის საფრთხე მაინც რეალურია – ერთი წლის უთამაშებელს, თავისუფალ აგენტადაც, ცოტა თუ ინდომებს…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
