
ყველაზე ცუდი საფეხბურთო დღე… უფრო ცუდი მოსაგონარი თამაში, რას ვიზამ, არ მახსენდება. ზუსტად 26 წლის წინ, 1994 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა შინ მოლდოვასთან 0:1 წააგო. თვალწინ მიდგას, რა ხდებოდა ტრიბუნებზე თამაშამდე – ზეიმი, ლამაზი ფეხბურთისა და მოგების მოლოდინი; თვალწინ მიდგას, რა ხდებოდა თამაშისას – გინება, ნერვიულობა; და თვალწინ მიდგას ბოლოს, მეორე იარუსიდან ჩასვლის მომენტი – სიჩუმე, გეგონება გასვენებააო.
არანორმალური სათამაშო უპირეტსობის მიუხედავად, საქართველომ წააგო. ვინმე იგორ ოპრიამ იშვიათი კონტრშეტევისას ისტორიული გოლი გაიტანა და მერე იყო კუთხურები, ძელები, ახლოდან აცილებები. არ შევიდა ბურთი კარში.
აი ასე უიღბლოდ და სამარცხვინო წაგებით დაიწყო საქართველოს ნაკრებმა. პირველი შესარჩევის პირველი მატჩი – ჩაგვმწარდა.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
