რაკიტიჩმა ბარსელონა გადაფურცლა

Home კატეგორიის გარეშე რაკიტიჩმა ბარსელონა გადაფურცლა
რაკიტიჩმა ბარსელონა გადაფურცლა
No description available.ექვსწლიანი კარიერის შემდეგ ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა „ბარსელონა“ დატოვა. მან უკვე გააფორმა კონტრაქტი „სევილიასთან“. დღეს ფეხბურთელი „ბარსას“ ბაზაზე მივიდა და ყველას პირადად დაემშვიდობა, მერე კი სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა.
„ჩემთვის ძალიან საამაყო იყო ამ გუნდის მაისურის ტარება, მაგრამ ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო ფურცელი უნდა გადავფურცლო. დიდი მადლობა ყველას – ოჯახს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, პერსონალს. მალე შევხვდებით“.
როგორც გითხარით, რაკიტიჩი ექვსი წლის განმავლობაში თითქმის შეუცვლელი ფეხბურთელი იყო, ამ დროის განმავლობაში 310-ჯერ გავიდა მოედანზე და „ბარსელონას“ სახელით 14 ტიტული მოიპოვა.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".