ფრანგული პსჟ-ის ვებ გვერდზე გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ სამმა ფეხბურთელმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. ესენი არიან ნეიმარი, ლეანდრო პარედესი და ანხელ დი მარია.
მათ მიმართ ტარდება სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება.
სამეული შვებულებას კურორტ იბიცაზე ატარებდა. მათ გარდა იქ მაურო იკარდი, ანდრე ერერა და კეილორ ნავასიც იმყოფებოდნენ.
მეორე სამეულთან დაკავშირებით ჯერ საგანგაშო არაფერი თქმულა, თუმცა ბუნებრივია, განსაკუთრებული სამედიცინო კონტროლის ქვეშ არიან.
Three PSG players test positive for COVID-19; Neymar, Angel di Maria among  them?