პსჟ-ის მცველმა, ტიაგო სილვამ, კარიერა შესაძლოა, „ფიორენტინაში“ გააგრძელოს. იტალიური კლუბი 35 წლის ბრაზილიელს სარფიან კონტრაქტს სთავაზობს – წელიწადში 4 მილიონი ევრო, – წერს La Gazzetta dello Sport.
„პარი სენ ჟერმენთან“ სილვას კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის და ფრანგები კაპიტანთან ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებენ.
2019-20 წლების სეზონში სილვამ პსჟ-ის მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 1 ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე პასი შეასრულა.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი11/08/2026 | 07:59ლიდერი ისევ რუსთავია
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
