მთელი ბრაზილია განიცდის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალიდან გამოთიშვას, ნეიმარმა კი გლოვის პერიოდი უკვე გაიარა და როგორც ნამდვილი ლიდერი ცდილობს თანაგუნდელებს მხარში დაუდგეს. თანამედროვე ბრაზილიური ფეხბურთის ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა გამამხნევებელი მესიჯები მისწერა ხორვატიასთან შეხვედრის ბოლოს, პენალტების სერიაში ხელმოცარულ ამხანაგებს ტიაგო სილვას, როდრიგოსა და მარკინიოსს. „მე გადავწყვიტე მათი ნებართვის გარეშე გავასაჯაროო ჩვენი მიმოწერა, რათა ხალხმა დაინახოს რამდენად გვინდოდა...
ჭდე: ტიაგო სილვა
ტუხელი მუშაობას რიხიანად შეუდგა
თომას ტუხელმა „ჩელსიში” პირველი ვარჯიში ჩაატარა. ის დასავლეთლონდონელთა მწვრთნელად ორშაბათს მოხსნილი ფრენკ ლემპარდის ნაცვლად დანიშნეს. დღეს კი „ჩელსი” უკვე „ვულვერჰემპტონს” ეთამაშება და კაცმა, რომელიც შობა საღამოს ჯერ კიდევ „პარი სენ ჟერმენს” ედგა სათავეში, 27 იანვარს, სულ სხვა გუნდს, სულ სხვა ჩემპიონატში სამი ქულა უნდა მოაპოვებინოს. თან, ჩასვლიდან მეორე დღეს. გერმანელს „ლურჯები” პრემიერლიგის ცხრილში მეათე ადგილზე...
ტიაგუ სილვა ფიორენტინაში?
პსჟ-ის მცველმა, ტიაგო სილვამ, კარიერა შესაძლოა, „ფიორენტინაში“ გააგრძელოს. იტალიური კლუბი 35 წლის ბრაზილიელს სარფიან კონტრაქტს სთავაზობს – წელიწადში 4 მილიონი ევრო, – წერს La Gazzetta dello Sport. „პარი სენ ჟერმენთან“ სილვას კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის და ფრანგები კაპიტანთან ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებენ. 2019-20 წლების სეზონში სილვამ პსჟ-ის მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 1 ბურთი...
ნეიმარმა მოხია…
ნეიმარს ბრაზილიაში წასასვლელად ვერც გახურებული სეზონი აბრკოლებს და, კორონავირუსის პანდემიისას ევროპაში რაღა გააჩერებს?! მიუხედავად იმისა, რომ ამ უხილავმა სენმა მის სამშობლოშიც შეაღწია, საფრანგეთისგან განსხვავებით შედარებით მსუბუქი სტატისტიკაა – სულ 367 შემთხვევა. მართალია ფრანგებს 18 მარტის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა საერთო ჯამში დაინფიცირებული იქ 7,730 ადამიანია და ეს ქვეყანა ევროპაში კორონავირუსის ერთ-ერთი მთავარი კერაა. მოსაზღვრე ესპანეთში კი...



