პსჟ-ის მცველმა, ტიაგო სილვამ, კარიერა შესაძლოა, „ფიორენტინაში“ გააგრძელოს. იტალიური კლუბი 35 წლის ბრაზილიელს სარფიან კონტრაქტს სთავაზობს – წელიწადში 4 მილიონი ევრო, – წერს La Gazzetta dello Sport. „პარი სენ ჟერმენთან“ სილვას კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის და ფრანგები კაპიტანთან ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებენ. 2019-20 წლების სეზონში სილვამ პსჟ-ის მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 1 ბურთი [...]
