ნინუა პაოკში ითამაშებს

Home კატეგორიის გარეშე ნინუა პაოკში ითამაშებს
ნინუა პაოკში ითამაშებს

თბილისის „დინამოს“ 21 წლის ნახევარმცველის, ნიკა ნინუას სატრანსფერო საგა დასრულდა – ის ბერძნული „პაოკის“ ფეხბურთელი გახდა. კონტრაქტი 4-წლიანი იქნება, იქამდე გამოსასყიდი თანხა კი 10 მილიონი ევრო.

გეხსომებათ, ნინუას გადაბირება თურქულ გრანდ „ბეშიქთაშსაც“ სურდა, მაგრამ ლეგიონერების ლიმიტის გამო ეს ტრანსფერი ჩაიშალა. საბოლოოდ, ნინუან ღუზა სალონიკში ჩაუშვა.

„პაოკი“ საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სადაც, სხვათა შორის, სწორედ „ბეშიქთაშს“ შეხვდება.

საინტერესოა, რომ „პაოკის“ პრეზიდენტი წაკლკაში დაბადებული ივან სავიდი გახლავთ, რომელიც სამშობლო საქართველოს მიიჩნევს, ცოტა ხნის წინ კი მოედანზე იარაღით შევარდნის გამო დისკვალიფიცირებული იყო…

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.