ამაზე ერთდროულად წერენ ბრიტანული და ესპანური გამოცემები. „იუვენტუსმა“ კატეგორიულად მოსთხოვა კრიშიტიანუს აგენტს, ახალი კლუბი მოუძებნეო.
საქმე ფეხბურთელის შედეგებში არა, მის ხელფასშია. რონალდუ საშემოსავლოს გადახდის შემდეგ წლიურად სუფთა 23 მილიონ ევროზე მეტს იღებს. საყოველთაო კრიზისის პირობებში ეს თანხა ანდრეა ანიელისთვისაც კი ბევრია.
„იუვეს“ ბოსს ამხელა ხელფასით ჯამურად სამი ვარსკვლავის მიზიდვა შეუძლია. ამბობენ, კრიშის აგენტი ჟორჟე მენდეში პირველ ყოვლისა „რეალს“ მიადგა, მაგრამ იქიდან პასუხი კატეგორიული იყო – არავითარ შემთხვევაში.
მადრიდელებს არც თავად ულხინთ და მობერებული ფეხბურთელისთვის ამხელა ხელფასის გადახდა არ უღირთ.
გამოსავალი? მხოლოდ პსჟ, რომლის ბოს შეიხებსაც ფული არ უჭირთ, რონალდუს მიმართ ინტერესს კი შარშანაც არ მალავდნენ.
კვანძი მალე გაიხსნება.
ანიელი არაფერს ითხოვს – წაიყვანეთ და ხელფასი უხადეთო.