Goga Bitadze (@GogaBiitadze) | TwitterВладимир Гомельский: «Стать маршалом баскетбола папе приказал ...საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია რომ არ დაშლილიყო, ახლა რომელი ნაკრები უფრო ძლიერი იქნებოდა?- ამ კითხვაზე პასუხი ცნობილ რუს საკალათბურთო ექსპერტსა და კომენტატორ ვლადიმირ გომელსკიმ სთხოვეს. მისი სიტყვა კი ჩვენთვის საინტერესო გამოდგა. გომელსკიმ სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში ორი ქართველი კალათბურთელი ახსენა – თორნიკე შენგელია და გოთა ბითაძე.

„დღევანდელი საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის ნაკრებების შესაძლებლობები რომ განმეხილა, ამისთვის ორი საათი დამჭირდა. უნდა შემემოწმებინა NBA-ს, ევროლიგისა და ევროთასის ყველა შემადგენლობა. თუ რა გამომივიდა, ამას პოზიციების მიხედვით გეტყვი.

გამთამაშებელები

იუაგოლსავია: დონჩიჩი, მუსა, მიჩიჩი, იოვიჩი (ასევე თეოდოსიჩი);

სსრკ: ხვოსტოვი და ლეკიავიჩუსი.

გამთამაშებლებში აშკარა უპირატესობა იუგოსლავიას აქვს

შემტევი მცველები

იუგოსლავია: ბოგდან ბოგდანოვიჩი, დედოვიჩი, გუდურუჩი;

სსრკ: შვედი, გრიგონისი, მიხაილიუკი.

აქ ოდნავ უკეთესი სსრკ იქნებოდა

მსუბუქი ფორვარდები

იუგოსლავია: ბოიან ბოგდანოვიჩი, ჰეზონია, ლუჩიჩი (ასევე ვეტერანები სიმონი და მიცოვი);

სსრკ: ტიმმა, ყურბანოვი, გედრაიტისი, კარასიოვი.

აქ თანაბარი ძალებია

მძიმე ფორვარდები

იუგოსლავია: შარიჩი, სამანიჩი, სმაილაგიჩი

სსრკ: პორზინგისი, საბონისი, შენგელია (ასევე კურუცი და ბერტანსი).

სსრკ-ს უდიდესი უპირატესობა აქვს

ცენტრები

იუგოსლავია: იოკიჩი, ნურკიჩი, ვუჩევიჩი, ზუბაცი (ასევე მარიანოვიჩი და მილუტინოვი)

სსრკ: ვალანჩუნასი, ლენი, გუდაიტი (ასევე ბითაძე და პასეჩნიკი)

იუგოსლავიის სრული უპირატესობა.

პოზიციებით იუგოსლავიელებს უპირატესობა აქვთ, საქმე მწვრთნელებშიც არის. ბალკანელებს ჰყავთ ობრადოვიჩი, კოკოშკოვი, მიტროვიჩი, ხოლო სსრკ-ს – იასიკავიჩუსი და ბაზარევიჩი. აქაც იუგოსლავები იგებენ…