საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია რომ არ დაშლილიყო, ახლა რომელი ნაკრები უფრო ძლიერი იქნებოდა?- ამ კითხვაზე პასუხი ცნობილ რუს საკალათბურთო ექსპერტსა და კომენტატორ ვლადიმირ გომელსკიმ სთხოვეს. მისი სიტყვა კი ჩვენთვის საინტერესო გამოდგა. გომელსკიმ სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში ორი ქართველი კალათბურთელი ახსენა – თორნიკე შენგელია და გოთა ბითაძე. „დღევანდელი საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის ნაკრებების შესაძლებლობები რომ განმეხილა, ამისთვის...
