ინგლისური „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მოახლოვებული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის შესახებ პროგნოზს აკეთებს. უნდა ავღნიშნოთ, რომ მან ფავორიტთა შორის არცერთი ყოფილი გუნდი არ დაასახელა.
„რვათა ფინალის“ პროგნოზირება ცოტა რთული თემაა, მაგრამ რამდენიმე გუნდს უპირატესობა მაინც აქვს. მთავარი ის არის, რომ ყველაფერი ერთ მატჩში გადაწყდება. რაც შეეხება ფავორიტებს, ჩემი აზრით ის გუნდები არიან, რომლებისთვისაც ჩემპიონთა ლიგის მოგება სეზონის წინ უმთავრესი მიზანი იყო. ასეთი გუნდები „პარი სენ-ჟერმენი“ და „მანჩესტერ სიტი“ არიან.“
როგორც უკვე იცით, „რვათა ფინალში“ უკვე გასულნი არიან „ლაიფციგი“, მადრიდის „ატლეტიკო“, ბერგამოს „ატალანტა“ და პსჟ. კიდევ რვა გუნდი დარჩენილ ოთხ საგზურს მერვედფინალური ფლეი ოფის საპასუხო შეხვედრებში გაითამაშებენ.
ამ წყვილებსაც შეგახსენებთ: „სიტი“-„რეალი“ (პირველი მატჩი 2:1), „იუვენტუსი“-„ლიონი“ (0:1), „ბარსელონა“-ნაპოლი“ (1:1), „ბაიერნი“-„ჩელსი“ (3:0).