ფეხბურთს დანატრებული ქომაგი ბათუმმა მორიგი მოგებით გაახარა
ბექა ქავთარაძემ მოხდენილად კი დაარტყა, მაგრამ მისმა საბურთალომ დილას მაინც ვერაფერი დააკლო

გამორჩეული, გამოდგა ელიგის მე-8 ტური. ოთხი თვის მერე, 31 ივლისიდან სტადიონზე მაყურებელი დაუშვეს, თუმცა ტრიბუნებზე წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმართა განთავსების ადგილები, ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ ორი თავისუფალი ადგილი უნდა დარჩეს, იმგვარად, რომ ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა არ აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 33%-ს. ამას გარდა, აუცილებელია თერმოსკრინინგის ჩატარება და სტადიონის ტერიტორიის სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა.
თბილისში ეს პრობლემას არ შექმნის, ისედაც ცოტა ხალხი დადის სტადიონებზე, აი, რაიონებში კი ვინ იცის. მაგალითად, „მერანთან“ მატჩში „თელავს“ სტადიონის გარედანაც ბლომად ხალხი ქომაგობდა თავისიანებს.
წლების მერე ალბათ იტყვიან: საშინელი პანდემიის შემდეგ სტადიონებზე ხალხი ამა და ამ დღიდან დაუშვესო. ეს ფსიქოლოგიური ამბავიც არის, იმედიანი და სასიხარულო.
ახლა კი ფეხბურთის შესახებ. ერთი ტურიც და პირველი წრე დასრულდება. წინა სეზონებისგან განსხვავებით, წლეულს საჩემპიონო მარათონში გორის „დილა“ ჩაერია. ეროვნულ ლიგაში მართლაც საინტერესო კრებული გამოჩნდა. თან ქართული გუნდებისგან ერთი განსხვავებული თვისება გააჩნიათ – ბრძოლისუნარიანები არიან. უკვე მეორედ ხდება, რომ კაცნაკლულები ღრმა დაცვაში არ დგებიან, თავადაც უტევენ და გოლებიც გააქვთ. ასე იყო „დინამოსთან“ და ახლა „საბურთალოსთან.“ ლიდერობაც ალალია მათზე. ერთია, „საბურთალოსთან“ პირველი ტაიმის ბოლოს, მთავარმეგოლე, უკრაინელი ნიკოლა კოვტალიუკი გაუძევეს, რაც დიდი დანაკლისი იქნება შიდაქართლელთათვის.
„დინამომ“ „ჩიხურას“ მოუგო და ცოტა ხნით დაბრუნდა ცხრილის სათავეში. „ტორპედომ“ წინა ტურში შინ „საბურთალოსთან“ ნაჭამი სირცხვილის კვალად (0:4), მოულოდნელად „ლოკომოტივს“ სძლია სტუმრად. ქომაგების ყიჟინით გამხნევებულმა ბათუმის „დინამომ“ კი ორმაგი მონდომებით ითამაშა და „სამტრედია“ 2:0 დაამარცხა.

თელავი 0:0 მერანი

დინამო 1:0 ჩიხურა
1:0 კუხიანიძე (68)

ლოკომოტივი 1:2 ტორპედო
0:1 ფანცულაია (45+1), 0:2 ქაფიანიძე (53), 1:2 იმრანი (57)
გაძევება: უბილავა (42, ლოკომოტივი)

საბურთალო 1:1 დილა
1:0 ტერა (28), 1:1 სპანდერაშვილი (80)
გაძევება: კოვტალიუკი (45+2, დილა)

ბათუმი 2:0 სამტრედია
1:0 გონსალვესი (37), 2:0 გაფრინდაშვილი (90+2)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

6 აგვისტო: ტორპედო – თელავი
7 აგვისტო: მერანი – დინამო
9 აგვისტო: ჩიხურა – ბათუმი
10 აგვისტო: დილა – ლოკომოტივი
11 აგვისტო: სამტრედია – საბურთალო

მეგოლეები: მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 6, ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), გიორგი ფანცულაია (ტორპედო) – 4